LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ ყოველთვიური ხელფასი 1 050 ლარი გერიცხებათ, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა 5 156 ლარით დაგიფინანსდათ“ – რას პასუხობს კულტურის სამინისტრო ელენე ქებაძეს

237
Untitled design (58)

საქართველოს სამბისტთა ნაკრების წევრმა, ელენე ქებაძემ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ყირგიზეთში მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უყურადღებობაში დაადანაშაულა. როგორც ელენე ქებაძემ დაწერა, მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და სპორტის სამინისტროდან აეროპორტშიც კი არავინ დახვდა, ხოლო მილოცვის ტექსტი ფეისბუკზე წაშალეს.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ელენე ქებაძე სპორტის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს – რას აცხადებენ უწყებაში

უწყებამ ელენე ქებაძეს უპასუხა, რომ პოსტი წაშლილი არ იყო და შემდგომში მსგავსი არასწორი ინფორმაციის დაწერამდე მისი გადამოწმება ურჩია.

მოგვიანებით, სამინისტრომ ელენე ქებაძეს ის მხარდაჭერა, კერძოდ, ფინანსური ხარჯები შეახსენა, რომელიც მის სასარგებლოდ გასწიეს.

„ქალბატონო ელენე, ჩვენ ყოველთვის გვიხარია თქვენი წარმატება და დიდ პატივს გცემთ.

რაკი თქვენ ასეთი უსამართლო პოსტი შექმენით, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ შეგახსენოთ იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მხოლოდ ბოლო დროს სპორტის სამინისტრომ თქვენი წარმატებისთვის გაიღო სახელმწიფოს სახელით.

ბოლო დროს, თორემ მხარდაჭერა მხოლოდ ბოლო დროით არ შემოიფარგლება და ამ სპორტის სახეობასაც უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ერთი სპორტსმენისთვის გაღებული სახსრებია.

ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ რას დაწერთ კიდევ (დაგვამადლეს, აეროპორტში არ მოვიდნენ და სხვა).

1. თქვენ ყოველთვიური ხელფასი 1050 ლარი გერიცხებათ სპორტის სამინისტროსგან;

2. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლის შესაბამისი პრემია 17 ათასი ლარის ოდენობით ჩაგირიცხათ სწორედ სპორტის სამინისტრომ;

3. 5 156 ლარი – მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა სპორტის სამინისტრომ დაგიფინანსათ;

მოსამზადებელი შეკრებები, ეკიპირება და მრავალი სხვა ხარჯი ასევე სპორტის სამინისტრომ დააფინანსა.

მომავალშიც დიდ წარმატებებს გისურვებთ!“, – ვკითხულობთ უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g