LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 კომპლიმენტი, რომელის მოსმენაც ყველა მამაკაცს სიამოვნებს

2809

როგორც ქალებს, აგრეთვე მამაკაცებსაც სიამოვნებთ კომპლიმენტების მიღება. ასეთ დროს  ყველა ქალს არ შეუძლია ვირტუოზულად სწორად შეარჩიოს სიტყვები, ისე როგორც ეს მამაკაცებს შეუძლიათ. მაგალითად: შეადარონ თვალები ალმასებს, თმები ზღვას და მის სურნელს და ა.შ. მართალია მამაკაცების შემთხვევაში, სწორი კომპლიმენტის შერჩევა ცოტა რთულია, მაგრამ თუ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ, საქმეს გაიიოლებთ.

პირველ რიგში დავიწყოთ იქედან, რა არ უნდა უთხრათ მამაკაცებს: „მუსი-პუსი“ „ბაჭია“, „პუპსიკ“ „პატარავ“ ან სხვა მსგავსი ზედმეტსახელები გამაღიზიანებელია, მიუხედავად იმისა ექნებათ თუ არა მათ უარყოფითი რეაქცია ამაზე. ასეთმა დამოკიდებულებამ, შეიძლება საყვარელ ადამიანთან დაგაშოროთ.

ასტროლოგიით გატაცებაც არ არის მამაკაცებისთვის დამახასიათებელი. გამოკვლევების შედეგად მტკიცდება, რომ მხოლოდ 7%-ს სჯერა ასტროლოგიის. შესაბამისად ამ თემასთან დაკავშირებით მანდილოსნებს ყურადღებით ყოფნა მართებთ.

მამაკაცებს არც მათ ყოფილ პარტნიორებზე მოგონებები ხიბლავთ. აგრეთვე ოჯახის წევრების კრიტიკა, შეკითხვა – გიყვარვარ? და მათ მიერ გამოგზავნილი საჩუქრების შეურაცხყოფაც არასასიამოვნო მოსასმენია მათთვის. შესაბამისად ასეთი დეტალების გაუთვალისწინებლობით, შეიძლება ურთიერთობა უკან-უკან წავიდეს.

გაინტერესებთ რა სურთ მამაკაცებს? რა სახის კომპლიმენტები სიამოვნებთ? გინდათ თქვენს გვერდით თავს კომფორტულად გრძნობდეს? მაშინ მოემზადეთ:

ნებისმიერი მამაკაცისთვის სასიამოვნოა, როდესაც მას თავს ძლიერად აგრძნობინებენ. შესაბამისად კომპლიმენტი „როგორი ძლიერი ხარ“ მამაკაცთან ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვებია.

„საყვარელო, ეს შესანიშნავი იყო“ – მსგავსი ტიპის კომპლიმენტი, მამაკაცს ბედნიერს გახდის. არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაში ეტყვით, იქნება ეს საჩუქრის, სეირნობის, ვახშმის თუ ტელეფონზე საუბრის შემდეგ. ასეთი კომპლიმენტი მამაკაცს აგრძნობინებს, რომ მის ქმედებებს უშინაარსოდ არ ჩაუვლია.

„ასე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია“ ან „ეს საუკეთესო სექსი იყო ჩემს ცხოვრებაში“, ერთ-ერთი საუკეთესო კომპლიმენტია მამაკაცისთვის. ასეთი სიტყვებით, თქვენს მამაკაცს თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებთ, რაც მას ურთიერთობისას დამატებით სტიმულს მისცემს.

აუცილებლად გაიცინეთ მის ხუმრობებზე. იუმორის შეგრძნება თქვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ურთიერთობისას. კარგი იქნება თუ შიგადაშიგ გაახსენებთ, რომ მან კარგად იხუმრა „საყვარელო, ძალიან მაგრად ვიცინე, არ დამავიწყდება როგორ თქვი“.

გამოიყენეთ მაგალითები სხვადასხვა ფილმებიდან. მამაკაცებისთვის ერთ-ერთი საკულტო ფილმი „ზოროს ნიღაბი“ გახლავთ. შესაბამიასად მათი ყველაზე საყვარელი მომენტი კეტრინ ზეტა ჯონსის სტყვებია ანტონიო ბანდერასის მიმართ: „როდესაც თქვენ ახლოს ხართ, მე სუნთქვა მეკვრის“. ნებისმიერი მამაკაცი უბედნიერესი გახდება ასეთი კომპლიმენტის შემდეგ.

კომპლიმენტების თქმა საუკეთესო ხერხია, რომ აიძულოთ მამაკაცი გააკეთოს ის , რაც გსურთ. „მე არ გაძალებ, მაგრამ შენ ამას სხვებზე უკეთ შეძლებ“ – შესანიშნავი კომპლიმენტია მამაკაცისთვის. ის შეუძლებელს შეძლებს ასეთი სიტყვების შემდეგ.