საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის.
წერილში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ავრცელებს, პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის და ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს:
„ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის.
მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, – აღნიშნულია წერილში.
ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს მისალოცი წერილი გაუგზავნა