LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ველური“ დასვენების მოყვარულთათვის საუკეთესო ადგილები დაასახელეს

156
EmigrantWilderness-834-Credit-Paulina-Dao-1024x683

ჰიმალაი, მადაგასკარი და კენია დაასახელეს საუკეთესო ადგილებად მათთვის, ვისაც 2023 წელს „ველური“ დასვენება სურს. საინტერესო რეიტინგი Travel Daily Media-მ გამოაქვეყნა.

სიაში პირველი ადგილი მთებით, მდელოებითა და ყინულებით მოფენილმა ჰიმალაიმ დაიკავა. ცივილიზაციისგან მოშორებით დასვენების მსურველებს ქოხმახებში გაჩერებას და ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრებას სთავაზობენ.

მეორე ადგილზეა კუნძული სახელმწიფო მადაგასკარი, რომელიც მრავალი ეკოსისტემის სახლადაა ქცეული და ველური ბუნების შესწავლის მსურველთათვის საუკეთესო ლოკაციას წარმოადგენს.

ლიდერთა სამეულს კენიის ნაციონალური პარკი ასრულებს, რაც მისი უნიკალური და ამავდროულად ულამაზესი მდებარეობის დამსახურებაა.

საუკეთესო დანიშნულებების ტოპ-ათეულში მოხვდნენ ასევე – ნამიბია, სამხრეთ აფრიკა და ანტარქტიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები