LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია საგარეჯოში დაჭრილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა

200
ექიმი

ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა საგარეჯოში სროლის შედეგად დაშავებული 21 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალის“ დირექტორმა, მამუკა ოტიაშვილმა მიაწოდა.

„პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და განაგრძობს რეანიმაციურ განყოფილებაში ყოფნას. ოპერაცია რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. 21 წლის პაციენტს, რომელიც კრიტიკულად მძიმეა, აქვს ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა მუცლის ღრუსა და მარცხენა ბარძაყის მიდამოში – დაზიანებულია არტერია და ვენა, რომელიც აღვადგინეთ.

დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა  სტაბილურია. პალატებში იმყოფებიან. დაგეგმილია კლინიკიდან ერთი პაციენტის გაწერა. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება“, – ამბობს ექიმი.

მისივე ინფორმაციით, საგარეჯოში სროლის დროს დაჭრილი 6 ადამიანი შეიყვანეს მათ კლინიკაში, თუმცა სამწუხაროდ, პოლიციელი უკვე გარდაცვლილი იყო.

„ერთი პაციენტი სპეციფიკური დაზიანების გამო თბილისში გადაიყვანეს, სამი ადამიანის დაზიანებები კი სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის“, – განაცხადა მამუკა ოტიაშვილმა „ფორტუნასთან“.

ექიმის ინფორმაციითვე, კლინიკაში მყოფი ოთხი პაციენტიდან სამი კონტაქტურია, რომლებსაც სამართალდამცავებმა ჩვენება უკვე ჩამოართვეს.

სროლის შედეგად დაშავებული გოგონა კი თბილისში კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადმოყვანილი. როგორც „ფორტუნას“ კლინიკაში განუცხადეს, უახლოეს პერიოდში  ოპერაციის გაკეთება იგეგმება.

ამავე თემაზე:

„სახლში იყო შვილი, ვერაფერს გვეუბნება, გამოვიქეციო..“ – საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი

ვინ არის საგარეჯოში სროლის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

თვითმხილველი: დაჭრილი 2 საათი სახლში მყავდა, ჭრილობა დავამუშავე, გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა

„საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი.. ვინც გაეკარა, მიცვალებულებთან მივიდა, ყველას მიაყარა ავტომატი.. ორივე აივნიდან ისროდა – ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე“ – რა ვიცით საგარეჯოში მომხდარზე და რას ჰყვებიან თვითმხილველები

„სამხედროების სხეულს, ფსიქიკას და მომავალს სახელმწიფოები ეპატრონებიან და ხშირად ართმევენ – ეს ტრავმის მაწარმოებელი სტრუქტურაა და მათზე გაორმაგებული სოციალური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“ – თამთა მიქელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g