LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება..“ – ნიკოლოზ წულუკიძე ჟურნალ OK!-ის გარეკანზე ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა

492
324158169_549179766993417_8393241788199743845_n

ჟურნალ OK!-ის თებერვლის ახალ ნომერი ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ცნობილი ტელეწამყვანის, ნიკოლოზ წულუკიძის ინტერვიუს ეთმობა.

ჟურნალის ყდაზე ნიკოლოზ წულუკიძე მის ქალიშვილთან ერთად არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება დაანონსებული ინტერვიუს შინაარსს, ჟურნალი OK! საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ინტერვიუს რამდენიმე ამონარიდს ავრცელებს:

„სახლიდან რომ გავდიოდი, ლიფტის სარკეში ვიყურებოდი და თითქოს ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, რომ ისე ვცხოვრობდი, როგორც მინდოდა. იმ სარკეში აღარ ვიყურები, სათქმელი აღარ მაქვს. ეს არის შიში, რომ მე ჯერ არ ვარ მზად ახალი ცხოვრებისთვის“

„მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება..“, – ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე ჟურნალისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ვიდეო: ნიკოლოზ წულუკიძე: „თამარ სხირტლაძის დაბადების დღეზე ვიყავი, როცა ჩემს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა… თითქოს თავს იდანაშაულებდა და ჩვენ შორის ბარიერი გაჩნდა…“

რა თქვა ეთერში დაბრუნებულმა ნიკოლოზ წულუკიძემ: „განსაკუთრებულად რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მიმეცა მაგალითი ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება…“

 

ფოტო: ალექსეი სეროვი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g