LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ მეგრელიშვილი: ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს რამე რომ დაემართოს, „ნაციონალური მოძრაობა“ აორთქლდება

176
Untitled design

ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს რამე რომ დაემართოს „ნაციონალური მოძრაობა“ აორთქლდება. – ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, „თუ ვინმეს არ აწყობს სააკაშვილის სიკვდილი, ესაა „ქართული ოცნება“, რადგან მისთვისაა მთავარი იარაღი“.

„იმ ხალხს, ვისაც ნაციონალურ მოძრაობიდან ხელფასი უნდა, მათ თამაშში არ ვთვლი. სინამდვილეში მისი სიკვდილი არავის აწყობს“. – ამბობს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი.

მეგრელიშვილი ასევე განმარტავს, რატომ ჰგონია, სააკაშვილის გარშემო განვითარებული ამბები „კონცერტი“.

„ეს არის კონცერტი.. როგორ შეიძლება ადამიანს კლავდე წელიწად-ნახევარი, შენს ხელში იყოს და ვერ მოკლა. თან ეს ყველაფერი ისე გააკეთო, რომ მეორე მხარემ მტკიცებულებაც ვერ შექმნას 2 მილიონის დახარჯვის შემდეგ. მეც ექიმი ვარ და ვიცი ნებისმიერი დიაგნოზი იწერება პატარა ადგილზე, 3 ათას გვერდს თუ წერ ე. ი დიაგნოზი არ იცი.  ჩვენი „გირჩის“ მიზანია, რომ ამ პროცესის გამოყენება „ქართულ ოცნებას“ ჩავუშალოთ. იმისთვის, რომ  კიდევ არ თქვან, რომ ჩვენ კი ვართ ისეთები, როგორებიც ვართ, მაგრამ ჩვენ ხომ მიშას ვჯობივართ.. სინამდვილეში ეს პროცესი. ვითარდება. “ . – ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი გადაცემაში  „თავისუფალი სივრცე“.

„მოსახლეობას სააკაშვილის სიკვდილისთვის ამზადებენ” – გიული ალასანია ხელისუფლებაზე

„გაუშვით მიშა, გაძლევთ პირობას, ბიძინას გაყინულ ფულს მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო” – გიორგი ჩალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g