საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილის სიკვდილისთვის ამზადებენ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია.
„როგორც ჩანს, მოსახლეობას სააკაშვილის სიკვდილისთვის ამზადებენ. რომ არის კარგად, მხნედ, მშვენივრად, მაგრამ უზნეოა და მოკვდა. აი, ეს არის. ამზადებენ, რომ ეს ცუდი კაცია და რა მოხდა მერე, რომ მოკვდეს. კატასტროფული მდგომარეობაა”, – აცხადებს გიული ალასანია „ტვ პირველის” ეთერში.