„გორმედის“ გადაუდებელ განყოფილებაში გადაარჩინეს პაციენტი, რომელსაც პულსი არ ესინჯებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.
გორმედის მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელი, 44 წლის კობა აბულაძე ამბობს, რომ ყველა განყოფილებას თავისი სპეციფიკა აქვს და თავისებურად სტრესულია, თუმცა გადაუდებელი მედიცინა, ეს ის სფეროა, სადაც ემოციის პირველი ტალღა მოდის.
„მოგეხსენებათ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი ვართ და ასეთი შემთხვევები იშვიათად არ ხდება, უახლესი მომავლიდან დღევანდელ შემთხვევას მოვიყვან მაგალითად: პაციენტი შემოვიდა, არც კი დავაკონკრეტებ როგორ მდგომარეობაში, გული გაჩერებული ჰქონდა, სუნთქვა არ იყო, პულსი არ ისინჯებოდა, ეს პაციენტი გადავარჩინეთ და ახლა თავს კარგად გრძნობს, ყოველ მორიგეობაზე ასეთი შემთხვევები ხშირია“.
კობა აბულაძე საავადმყოფოში 2018 წლიდან მუშაობს, თავდაპირველად, ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობდა, შემდეგ – გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადავიდა.