LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: გამორიცხული არ არის, ეს ადამიანი რამდენიმე დღეში გარდაიცვალოს

337
ჰგჰგ

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ადვოკატები მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს ან ხვალ დილით გაასაჩივრებენ.

მისივე თქმით, საქმეს ვიდეო კადრებს დაურთავენ, სადაც ექსპრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდებია ასახული.

„დღეს საღამოს ან ხვალ დილით სააპელაციო სასამართლოში სარჩელს შევიტანთ. ამ ეტაპზე ავადმყოფობის ახალ ისტორიას ვურთავთ, ვიდეო კადრებს, რომელიც პენიტენციური სამსახურის მიერ გადმოგვეცა და გონების კარგვის ეპიზოდებია ასახული, რომელიც ადასტურებს, რომ პენიტენციური სამსახური ტყუოდა სასამართლო პროცესზე, როდესაც აცხადებდა, რომ გულყრის ეპიზოდები მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონია. წესით სასამართლოში შუამდგომლობა უნდა დადგეს, რომ მტკიცებულება ოფიციალურად საქმეს დაერთოს, ვგულისხმობ ვიდეო კადრებს.

რატი ბრეგაძე: ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენი სურვილი არის, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას ამის სურვილი არ გააჩნია

პენიტენციურ სამსახურს ჯერჯერობით ვიდეო კადრები სრულად არ გადმოუცია, არ აღსრულებულა თავიდან ბოლომდე მოსამართლის განჩინება, უზარმაზარი ნაწილი, ფაქტობრივად ერთი წლის მასალა ჯერჯერობით არ გადმოუციათ. სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილს გონების კარგვის ეპიზოდები არ ახსოვდა, მაგრამ იქ არის კადრები, როცა მედპერსონალი შედის და მათ ყველა ვარიანტში ავადმყოფობის ისტორიაში უნდა აესახათ, რაც არ გააკეთეს. ვნახოთ, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენად მოგვცემს, იმის საშუალებას, რომ სააპელაციო სასამართლოში ამ მედპერსონალის გამოკითხვის შუამდგომლობა დავაყენოთ. ძალიან დიდი მონაცემებია და რთულად სათქმელია ამის დრო რამდენად გვექნება. მე მინდა ვთქვა, რომ გამორიცხული არ არის, ეს ადამიანი რამდენიმე დღეში გარდაიცვალოს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g