სოხუმში დაწყებული დიდი სიყვარულის ისტორია გრძელდება.
ნინო კვარაცხელია და ემზარ ჯღარკავა სოციალურ ქსელში ერთმანეთს სასიყვარულო სტატუსებს უძღვნიან.
„ჯღარკავას მოვპარე დღეს..აი ზუსტად ეგეთი გავიცანი და იმ დღიდან მიყვარს… მაშინ არ გაამართლა გამონათქვამმა ,,სიყვარულსა მალვა უნდაო”… დავმალეთ და 40 წლით დავიკარგეთ…ახლა არაფერსაც არ ვმალავთ…ყველამ იცოდეს როგორი ბედნიერები ვართ…იგივეს გისურვებთ კარგებო….ბედნიერები იყავით სულ სულ სულ”, – წერს ნინო კვარაცხელია და ფოტოს აქვეყნებს.
ნინო კვარაცხელიას ამ პოსტს სოციალურ ქსელში ემზარ ჯღარკავა გამოეხმაურა.
„მე კიდევ ასეთი გოგო გაგიცანი. ორივე მეცხრე კლასში ვიყავით და იყო წელი 1982…”, – წერს ემზარ ჯღარკავა და ფოტოს აქვეყნებს.
ვიდეო: სოხუმში 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა ერთმანეთი იპოვა – მოულოდნელი და ემოციური ხელის თხოვნა