მომღერალი თათია კობალაძე სპეციალურად მარინა ბერიძისთვის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მისი პირველი გამოსვლაა ასახული „ჯეოსტარში“, სადაც მუსიკალური პროდიუსერისგან არასახარბიელო შეფასებები დაიმსახურა, შემდეგ კი ამავე ვიდეოში ყველა ის წარმატებაა ასახული, რასაც თათიამ წლების განმავლობაში მიაღწია.
„შვილი გყავს 11 თვის, ოჯახი გაქვს, ყველაფერი წესრიგში გაქვს, სიმღერა გინდა, მაგრამ მონაცემი არ გაქვს…“, აღნიშნა მარინა ბერიძემ წლების წინ, როცა თათია „ჯეოსტარში“ მივიდა ბედის საცდელად.
თათიამ ვიდეოს ასეთი აღწერა გაუკეთა:
„აი, ეს მინიმალური კრებული უნდა დამედო თქვენთვის ქალბატონო მარინა!..
მადლობა, მიყვარხართ…
უუუუფ. ამაზე მაგარი გრძნობა არ არსებობს!!!
იეეესსსს, მე მორიელი ვარ!..“
თათია კობალაძე ამერიკულ „ნიჭიერში“ გამოჩნდება: „ძალიან ბედნიერი ვარ!..“
ვიდეო: თათია კობალაძის ფურორი ყაზახურ „ვოისში“ და უიტნი ჰიუსტონის სიმღერით მოგებული ნოკაუტების ტური