LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს გუნდშიც იყვნენ ჯაშუშები…მძიმედ დაგვაზიანეს” – ირაკლი კობახიძე

214
ირაკლი-კობახიძე-4

„ჩვენს გუნდშიც იყვნენ ჯაშუშები”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ამ ადამიანებმა ძალიან მძიმედ დააზიანეს მმართველი გუნდი, მაგრამ პარტიამ პრობლემებიდან სათანადოდ გამოსვლა მოახერხა.

მისივე განცხადებით, გუნდში იყვნენ ასევე ირიბი აგენტები, რომლებიც ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნის დროს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გადაიბირა, შემდეგ კი ისინი „ქართული ოცნების“ წევრები გახდნენ.

„ავიღოთ, გია ხუხაშვილი, რომელიც დღემდე ბოღმას აფრქვევს ხოლმე და არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. რეალურად, ვისაც უნდა სცოდნოდა, იმან იცოდა საიდან იყო მართული. ის 2013 წელს, მალევე გავუშვით გუნდიდან. საბოლოო ჯამში, მთავარი მიზეზი იყო ის, რომ იყო მართული და ვერც გამოსწორდა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ასეთი მაგალითია ეკა ბესელია.

„საინტერესო ქეისი იყო ეკა ბესელია. იგივე ვანო მერაბიშვილის მრევლზე ვსაუბრობ ახლა. იყო პროცესები, რომლებშიც ბესელიამ საკმაოდ მძიმე როლი შეასრულა. ეს დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდით. განსაკუთრებით მან თავი 2018 წელს გამოავლინა და 2019 წლიდან გუნდში აღარც იყო. გახსოვთ ასევე კახა ოქრიაშვილი. დღეს უკვე ღიად ვანო მერაბიშვილთან არის დაკავშირებული“, – აცხადებს კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g