LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბახმუტში დამატებითი ძალები გავგზავნეთ…ქალაქში ვითარება რთული და დაძაბულია” – ანა მალიარი

170
1671483891-4077

ბახმუტში დამატებითი ძალები გავგზავნეთ…ქალაქში ვითარება რთული და დაძაბულია, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბახმუტის მიმართულება, ფრონტის ყველაზე ცხელ მონაკვეთად ითვლება.

„რუსმა ოკუპანტებმა ძირითადი ძალები ბახმუტში განათავსეს და დონეცკის ოლქის მთლიანად დაკავება სურთ. ამ ადგილზე დამატებითი ძალები გაიგზავნა”, – აცხადებს მალიარი.

ამასთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ბახმუტის შენარჩუნების მოტივი წმინდა სამხედროა და არა პოლიტიკური.

„გადაწყვეტილებებს იღებენ სამხედროები, რომლებიც არ ხელმძღვანელობენ პოლიტიკური მოტივებით“, – თქვა მალიარმა.

უკვე რამდენიმე თვეა, ბახმუტს რუსული ჯარები და ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის დაქირავებული ჯარისკაცები უტევენ. მძიმე ბრძოლებში ქალაქს უკრაინელი დამცველები გმირულად იცავენ.

რუსეთთან ურთიერთობებში უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს – იენს სტოლტენბერგი

ვლადიმერ პუტინმა აშშ-თან „ბირთვულ“ ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g