LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინმა აშშ-თან „ბირთვულ“ ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

169
ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-თან „ბირთვულ“ ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ კანონს ხელი მოაწერა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით, კანონი გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა და მას რუსეთის დუმის დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

მოგვიანებით პუტინმა თავისი გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს დაკავშირებულია დასავლეთის ქვეყნების ქმედებებთან. მან დასძინა, რომ საუბარია არა რუსეთის ხელშეკრულებიდან გამოსვლაზე, არამედ მონაწილეობის შეჩერებაზე. გარდა ამისა, კრემლის დიქტატორმა თავის თავდაცვის სამინისტროს და Rosatom-ს მოუწოდა, უზრუნველყონ მზადყოფნა რუსული ბირთვული იარაღის გამოსაცდელად.

მოსკოვის ქმედებებზე საპასუხოდ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ვაშინგტონი „ადევნებს თვალს იმას, რასაც რუსეთი რეალურად აკეთებს“ და იმოქმედებს უსაფრთხოების მიზნების შესაბამისად. მან რუსეთის ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას “უკიდურესად წარუმატებელი და უპასუხისმგებლო” უწოდა.

შეგახსენებთ, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შეთანხმებას ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 2010 წელს და გათვლილია 10 წელზე. იგი ითვალისწინებს ზომებს სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირებისა და შეზღუდვის მიზნით (START-3, ახალი START ხელშეკრულება). 2021 წელს შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა გაახანგრძლივეს START-3 ხელშეკრულება კიდევ 5 წლით, 2026 წლამდე.

დასავლეთს ერთი მიზანი აქვს – დაშალონ რუსეთის ფედერაცია: ვლადიმერ პუტინი

ზელენსკი: უკვე არავინ აქცევს ყურადღებას პუტინის ბირთვულ მუქარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g