LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესისთვის მთავარი პრობლემა არის სამუშაო ძალის და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – სოსო ფხაკაძე

148
სოსო-ფხაკაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში სამუშაო ძალის და კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

სოსო ფხაკაძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით ბიზნესმა და სახელმწიფომ ერთობლივად უნდა იმოქმედონ.

“ძალიან საინტერესო ვითარება გვაქვს ახლა ქვეყანაში, ხშირად გაიგებთ – „მინდა სამსახური და ვერ ვშოულობ“. როცა ბიზნესს ვეკითხებით, რა არის მთავარი პრობლემა, ნომერ პირველი არის სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე, კვალიფიციური კადრების. ეს არის ის ვითარება, რაც დღეს ბიზნესს აწუხებს. რასაკვირველია, სახელმწიფომ ბევრი უნდა გააკეთოს ბიზნესთან ერთად, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს კვალიფიციური განათლება. პროფესიულ სასწავლებლებში ადამიანების გაშვების შემდეგ ადამიანები მოკლევადიანი კურსის გავლის შემდგომ მიიღებენ იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ შემდგომ კომპანიებში დასასაქმებლად გამოადგებათ. ნებისმიერ ბიზნესს რომ ჰკითხოთ საქართველოში, სულ გვაქვს კადრების ქრონიკული დეფიციტი, როგორც სამუშაო ძალის, ასევე კვალიფიციური კადრების. საბოლოოდ, ბიზნესმენებს ყველაზე მეტად გვინდა, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩავდოთ ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ და სახელმწიფო ამაში უნდა გვეხმარებოდეს”, – განაცხადა ფხაკაძემ.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g