„არ დაუჭიროთ მხარი ამ კანონპროექტს, დეპუტატებო! მისი მხარდაჭერის შემდეგ საქართველო დაიყოფა 2 ნაწილად, „აგენტებად“, „უცხო სუბიექტებად“ და „გამყიდველებად“, „გამყიდველები“ იქნებით თქვენ!“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
„არ დაუჭიროთ მხარი ამ კანონპროექტს, დეპუტატებო! მისი მხარდაჭერის შემდეგ საქართველო დაიყოფა 2 ნაწილად, „აგენტებად“, „უცხო სუბიექტებად“, დასავლური მისწრაფებების და ღირებულებების მქონე ადამიანებად და „გამყიდველებად“, რომლებმაც ეს მისწრაფებები რუსული სტილის სახელმწიფოს ფორმირებამდე დაახურდავეს.
„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ
რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
„გამყიდველები“ იქნებით თქვენ, თითოეული დეპუტატი, ვინც მხარს დაუჭერთ ამ საშინელ განზრახვას და ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი მოგექცევათ, როგორც გამყიდველებს. არ გიშველით თქვენი მორყეული პროპაგანდა. ნუ გაუკეთებთ ამას ქვეყანას და საკუთარ თავს, მძიმე იქნება თქვენთვის და თქვენი შთამომავლობისთვის ეს შედეგები, არავინ მემეტება ამისთვის!
ყველა მცდელობა საქართველოს გარუსებისა უშედეგოდ დამთავრდა, წაგებულ ომში ხართ!“- წერს ნინო ლომჯარია.
უკვე რამდენიმე კვირაა საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს.
ამავე თემაზე:
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: ეს კანონპროექტი რუსულ ინტერესებს ეფუძნება და არა ქართულს