LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: „მოდი, დავიწყოთ მადლობით! ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. ეს გამარჯვების დასაწყისია. საქართველოს ადგილი ევროპაშია!“

248
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (8)

„მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს!“ – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია  უმრავლესობის მიერ ე.წ. „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას.

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია

გიორგი გახარიას თქმით, „ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. ეს გამარჯვების დასაწყისია“.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის!

მადლობა ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, ევროკავშირს, აშშ-ს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის ურყევი მხარდაჭერისთვის!

ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. ეს გამარჯვების დასაწყისია. საქართველოს ადგილი ევროპაშია!

სერგი კაპანაძე: პირველი მოსმენით მიღებული კანონის „გაწვევა“ არ არსებობს – საქმით უნდა აჩვენო „გაწვევა“, დააყენო მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ჩააგდო

„რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით“ – ლევან ალაფიშვილი

ამ კანონის ინიცირებამ, მისმა დაცვამ და უკან წაღებამ ყველას დაანახა, რომ დღეს ქვეყანა იმართება ერთი ადამიანის შიშებით და აღქმებით.

დადგა დრო, რომ ყველამ, პირველ რიგში კი საჯარო სექტორმა, გააკეთოს არჩევანი – ემსახურებით ერთ ადამიანს, თუ ემსახურებით ქვეყანას!

საქართველო ევროპაა – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება აუცილებელია – ძალა კი უკვე მხოლოდ ერთობაშია!“, – წერს გიორგი გახარია.

ამავე თემაზე:

რუსთაველზე აქცია მაინც გაიმართება: გვჭირდება მკაფიოობა როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი, რადგან მათი განცხადებები ბუნდოვანია

„კანონპროექტის შემოგდება მიშაზე დემარშის გადასაფარად იყო, ხელისუფლებაც „დემოკრატებად“ წარმოჩინდა“ – ხაჭაპურიძე

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად“ – ევროკავშირის წარმომადგენლობა „გავლენის აგენტების“ კანონპროექტის გაწვევაზე

საკუთარ შვილებთან ომი ჯერ არავის მოუგია! მადლობა ბავშვებო, თქვენ მოიგეთ ეს ომი! შიში გადატყდა! თაობა გაიზარდა! – ირმა შარიქაძე

გორგილაძე კანონპროექტის გაწვევაზე: მიღწეულით კმაყოფილება სწორია.. შეეშინდათ თქვენი რაოდენობისა და შემართების, ზნე არ უცვლიათ

„კანონი გაიწვიეს! ხალხის ძალას ჯერ ვერვინ შეწინააღმდეგებია! ძალიან მრცხვენია, რომ აქციაზე მეც თქვენთან ერთად არ დავშავდი…“ – ნინი შერმადინი

ნანუკა ჟორჟოლიანი: კანონი გაიწვიეს!! ხალხთან ჯერ არავის მოუგია ომი! ესენიც დამარცხდნენ, გაიმარჯვა საქართველომ! ბავშვებო, ახალგაზრდებო, მადლობა! თქვენ მოიგეთ ეს ომი!

დღეს და ხვალ პარლამენტის ტერიტორიაზე ვიზიტორების, აკრედიტებული მედიისა და პარლამენტის წევრების დაშვებაზე შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

 

პოპულარულები