LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW i ელექტროავტომობილების ლიმიტირებული სერიის გაყიდვებს იწყებს

23

BMW i გერმანული ბრენდის BMW-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც სადილერო კომპანია Mr Porter-თან ერთად ბრიტანეთის საავტომობილო ბაზარზე ელექტროავტომობილების ლიმიტირებული სერიის გაყიდვებს იწყებს.

როგორც უცხოური პრესა იტყობინება, ელექტრომობილის კაპოტქვეშ 170 ცხენის ძალის მქონე ძრავია მოთავსებული, რომელიც 100კმ/სთ სიჩქარეს 7 წამში ანვითარებს. ხოლო თავად შასი შავ-ცისფერ ფერშია გადაწყვეტილი. ელექტრომობილი გაყიდვაში 18 თებერვლიდან გამოჩნდება და Mr Porter-ის საიტზე იქნება წარმოდგენილი. ავტომობილის ფასი 63ათასი დოლარი იქნება.

ახალ კავშირზე როგორც გერმანული, აგრეთვე ბრიტანული კომპანია დიდ იმედებს ამყარებს. ამის დასტურად კი Mr Porter-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება ვრცელდება: ”ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ჩვენ მსოფლიო საავტომობილო ბაზარსაც დავიპყრობთ” – აცხადებს Mr Porter-ის წარმომადგენელი.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ BMW i კონცენტრირებულია მხოლოდ და მხოლოდ ელექტროავტომობილების წარმოებაზე, რომელთა მთავარი ღირსებაც საწვავის ეკონომია და მძლავრი ელექტროძრავებია.

რაც შეეხება ბრიტანულ სადილერო კომპანია Mr Porter-ს, შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთში ის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სადილერო კომპანიაა, რომელიც აქტიურადაა ჩართული ისეთი ბრენდების რეალიზაციაში, როგორიცაა Alexander McQueen, Givenchy, Raf Simons და სხვა. კომპანიის ცენტრალური ოფისი ლონდონში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები