ოპოზიციური პარტია „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, „კარგია, რომ მერაბიშვილის აზრი არავის აინტერესებს“.
„ვანო მერაბიშვილი სულელი არაა, გამოდის, რომ ივანიშვილის მოკავშირეა, მისი განცხადება კი, პროვოკაცია. კარგია, რომ არავის აინტერესებს მისი აზრი“, – წერს სალომე სამადაშვილი.
ცნობისათვის, „უკრინფორმის“ მედიაცენტრში, სადაც SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსია გაიმართა, შს ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ.
ამასთან, ვანო მერაბიშვილმა მიმართვა სოციალურ ქსელშიც გაავრცელა და აღნიშნა, რომ არ არის საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ არის საქართველოს პატრიოტი.
ამავე თემაზე:
ხაზარაძე მერაბიშვილის განცხადებაზე: პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს