LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ლეგენდარული მუსიკოსის Lamborghini გასაყიდად გამოიტანეს

149
lamborghini

სუპერქარი Lamborghini Countach, რომელიც ცნობილ მუსიკოსს ეკუთვნოდა, გასაყიდად გამოიტანეს. მოდელის ისტორია 1971 წელს დაიწყო, როცა ჟენევის ავტოსალონზე ლეგენდარული სუპერქარის პრემიერა შედგა. 2021 წელს საკულტო მოდელის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად Lamborghini-მ ლიმიტირებული სერია Countach LPI 800-4 გამოუშვა და მთელი ტირაჟი ანუ – 112 ეგზემპლარი 3 დღეში გაიყიდა. მათ კი ვინც ამ მოდელის ყიდვა ვერ მოასწრო, ახლა ეძლევათ შანსი რომ სასურველი ავტომობილის მფლობელი გახდნენ, თანაც ვარსკვლავური წარსულის მქონე ვერსიის.

საქმე ისაა, რომ მოდელის პირველი მფლობელი ცნობილი მუსიკოსი როდ სტიუარტი იყო. შემდეგ მუსიკოსმა სუპერქარი ოჰაიოში მცხოვრებ ოჯახს გადაულოცა და 2022 წლის მაისში მოდელი ამჟამინდელმა მეპატრონემ იყიდა.

კუპე შავ ფერშია შეღებილი, ჩვეულებრივი შავი ტყავის სალონი აქვს და შიგნით არის მუსიკოსის მიერ დამონტაჟებული ტელეფონი, რომელიც ამჟამად არ მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები