LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორძაია: „საქართველოს“ და „თავისუფალ უნივერსიტეტებზე“ თავდასხმით, „ოცნება“ ცდილობს, შეუტიოს იმ თავისუფალ სივრცეებს, სადაც ადამიანები განათლების მიღებას ცდილობენ

145
თამარ კორძაია

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები თამარ კორძაია და ხატია დეკანოიძე საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებს „თავისუფალი უნივერსიტეტისა“ და „საქართველოს უნივერსიტეტი“ სოლიდარობისკენ მოუწოდებენ: 

როგორც პარლამენტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დეპუტატებმა განაცხადეს, „ქართული ოცნებას“ სტუდენტებსა და ამ უნივერსიტეტებზე შურისძიება სურს:

„საქართველოს უნივერსიტეტზე“ და „თავისუფალ უნივერსიტეტზე“ თავდასხმით, “ქართული ოცნება” ცდილობს კიდევ ერთხელ შეუტიოს იმ თავისუფალ სივრცეებს, სადაც ადამიანები ნამდვილად ცდილობენ მიიღონ განათლება და ეზიარონ დემოკრატიულ ღირებულებებს.“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს უნივერსიტეტი“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის.

აღნიშნულ თემაზე საუბრისას „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ უპასუხა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტი“ 1 ლარად გადაეცა“ და თქვა, რომ უნივერსიტეტი აუქციონზე 4 მილიონ დოლარად შეიძინეს.

თოფურიძის თქმით, უკიდურესად შეშფოთებულები არიან იმ განცხადებებით, რაც უკანასკნელ დღეებში უნივერსიტეტის მისამართით ესმით.

კობახიძე: „ნაციონალი ლექტორები, სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ ნიშნების მომატებას სთავაზობდნენ“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g