LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

44 სიმღერა და 80 ათასამდე მაყურებელი – ტეილორ სვიფტის მსოფლიო ტურნეს ტრიუმფალური სტარტი

197
page

ტეილორ სვიფტი არ ჩერდება. MTV EMA-ის დაჯილდოებაზე „წლის საუკეთესო არტისტის“ ტიტულის მოპოვების შემდეგ, მომღერალმა მეექვსე მსოფლიო ტურნე „ერები“ დაიწყო.

ტურნეს პირველი კონცერტი, არიზონაში გაიმართა და შოუ 3 საათისა და 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. აღსანიშნავია, რომ შოუ მომღერლის კარიერის სხვადასხვა პერიოდში მოგზაურობას წარმოადგენდა. სვიფტმა თავისი ყველა ცნობილი ჰიტი შეასრულა. კონცერტზე, რომელსაც  80 ათასამდე მაყურებელი დაესწრო, ჯამში 44 სიმღერა შესრულდა. კონცერტის მსვლელობისას მან არაერთი „ლუქი“ მოირგო. მათგან ყველაზე შთამბეჭდავი „ვერსაჩეს“ ბრჭყვიალა ბოდე იყო.

ცნობისთვის, ტურის ამერიკული ნაწილი 9 აგვისტოს, ინგლვუდში დასრულდება.

„წლის საუკეთესო არტისტი“ – ტეილორ სვიფტი MTV EMA-ის დაჯილდოებაზე დევიდ კომას კაბებით გამოჩნდა

„10 დან 10 Hot 100?“ – ტეილორ სვიფტი პირველი არტისტია, რომელმაც „ბილბორდების“ ასეულის ათივე ტოპ-პოზიცია დაიკავა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Taylor Swift (@taylorswift)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Taylor Swift (@taylorswift)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Taylor Swift (@taylorswift)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები