LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეტაპზეა დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის საქმის კვლევა: „ყველა ერთად შეჯერდება და ექსპერტი საბოლოო დასკვნას დაწერს“

261
Untitled design

ერთი კვირა გავიდა, რაც დიდ დიღომში მომხდარმა ტრაგედიამ ქვეყანა შეძრა – 16 მარტის ღამით, დაკარგული 12 წლის გოგონა, 17 მარტს, გამეთენიისას გარდაცვლილი იპოვეს.

„ვერ ვუშველეთ, აღარ აქვს ცხოვრებას აზრი“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის ბაბუა მომხდარის ვერსიებზე საუბრობს

მომხდართან დაკავშირებით, იმავე დღეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში მოზარდის გვამის გამოკვლევა დასრულდა, სიკვდილის მიზეზი კი კვლევის დასრულების შემდეგ დადგინდება.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, რა ეტაპზეა კვლევები და როდის გახდება დასკვნა ცნობილი.

„გამოკვლევის დასრულება გვამის გამოკვლევის დასრულებას ნიშნავს. შემდეგ იღებენ ნიმუშებს, რომელზედაც ტარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზა – ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ცისტოლოგიური და ასე შემდეგ, რა მითითებებიც გვაქვს გამოძიებისგან, იმის მიხედვით ტარდება ექსპერტიზები.

აღნიშნული ექსპერტიზები რომ დასრულდება, ყველა ერთად შეჯერდება და ექსპერტი საბოლოო დასკვნას დაწერს.

დასკვნა ჯერჯერობით არ არის, ამჟამად მიმდინარეობს კვლევები. კვლევების დასრულებისთანავე დასკვნა გადაეცემა და გამოძიება დაინიშნება“, – განუცხადეს „ფორტუნას“ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

მოზარდის ბაბუა ამბობს, რომ ოჯახი ცხედრის გაკვეთის წინააღმდეგია: „საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია – ვიღაცის ძალადობა“

მგონია, რომ ვიღაც ნაცნობი იყო.. უცნობი რომ ყოფილიყო, შეიძლება, დღეს ჩემი შვილიშვილი ცოცხალი ყოფილიყო“ – გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა

„სახეზე მიწა ჰქონდა.. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას? ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები?“ – რას ჰყვება დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის ბებია

„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით.. სასოწარკვეთილი ვარ, ვაღიარებ, ძალიან შეშინებულიც..“ – ირაკლი ღლონტი

„25 წუთის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ, მაგრამ გული ვერ აუმუშავეს.. გთხოვთ, მიაქციეთ შვილებს იმაზე მეტად ყურადღება ვიდრე აქამდე, ქვეყანაში ავადმყოფები დადიან“ – ნუკა კვალიაშვილი

„მკითხა, ეს თქვენი ძაღლიაო“ – რას ჰყვება ქალი, რომელმაც 12 წლის გოგონა ბოლოს ნახა 

„ნაზი, ფერია გოგონა იყო.. პანდემიის დროს, ოჯახი ერთი წელი ლიეტუვაში იყო, მაგრამ დედამისს უნდოდა, შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ და დაბრუნდნენ“ – რას ამბობს გარდაცვლილი მოზარდის პედაგოგი

mazda magti 5g