რეზო ჩხიკვიშვილი ნოე სულაბერიძეს ესაუბრა.
ცნობილი მსახიობი ამბობს, რომ სიყვარული გვაკლია:
„21 წლის ვიყავი, როდესაც „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ ვითამაშე. მე სიყვარული მიყვარს. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი გრძნობა, რომ ადამიანი იყოს ბედნიერი. როგორც დოჩანაშვილი ამბობს, დედამიწას ხომ სიყვარული ატრიალებს და დღეს ეს გვაკლია. სიყვარული ყველაფრის მიმართ, შვილების, მეუღლის, სამშობლოს მიმართ. „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ თუ გინახავს, ვიღვრები ცრემლებად და ამ დროს არავინ მიყვარს… რომ მყოლოდა შეყვარებული, ხომ მივუძღვნიდი მას?“