როგორც ცნობილია, უკვე კვირაზე მეტია გვინეტ პელტროუს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. მას 76 წლის ოფთალმოლოგი, ტერი ანდერსონი უჩივის. მისი თქმით, 2016 წელს, თხილამურებზე სრიალის დროს, გვინეტი მას შეეჯახა და ფიზიკური ზიანი მიაყენა. ის მსახიობისგან ფულად კომპენსაციას, 300 000 დოლარს ითხოვს.
„იდეალური დამნაშავე“ – ინტერნეტსივრცეში გვინეტ პელტროუს „სასამართლოს სტილს“ განიხილავენ
ამჯერად სასამართლო პროცესიდან მორიგი ფოტოები გავრცელდა, რომლებიც საოცრად ემოციურია და საზოგადოების აღფრთოვანებაც გამოიწვია. პროცესის დასასრულს, პელტროუ მოწინააღმდეგე მხარესთან მივიდა, მასთან დაიხარა და ჩასჩურჩულა:
„მე შენთვის კარგი მინდა, გისურვებ ყოველივე კარგს“
პასუხად ტერი ანდერსონმა მას მიუგო:
„მადლობა ძვირფასო“
„სხეულის ენის“ სპეციალისტებმა, 50 წლის პელტროუს ჟესტი გულწრფელად ცნეს.
უმაკიაჟო და საოცრად ბუნებრივი – 50 წლის გვინეტ პელტროუს ბარბადოსული არდადეგები