თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში 8 აპრილს კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ანსამბლმა: „ქართულმა ხმებმა“, „შვიდკაცამ“, „ალილომ“, „ფორტემ“ და „თეატრალურის კვარტეტმა“ მიიღო.
ისინი მსმენელის წინაშე როგორც ინდივიდუალური, ასევე ერთობლივი საკონცერტო ნომრებით წარდგნენ.
საღამომ ანშლაგით ჩაიარა. კონცერტზე იმყოფებოდა ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში ვიდეოებს გვიზიარებს.