რასელ ქროუ და მისი შეყვარებული, ბრიტნი ტერიო უკვე ორ წელზე მეტია ერთმანეთს ხვდებიან. მედია აქტიურად ლაპარაკობდა მათ ქორწინებაზე, თუმცა, როგორც ჩანს, 59 წლის მსახიობი 32 წლის მეგობარ გოგოზე დაქორწინებას ჯერ არ ჩქარობს. სამაგიეროდ წყვილი ერთად ხშირად მოგზაურობს.
ამჯერად, ისინი სიდნეის აეროპორტში გადაიღეს. წყვილი პირადი ვერტმფრენით გამგზავრებას აპირებდა. ბრიტნი ღია ფერის ჯინსები და ყვითელი პერანგი ეცვა, რასელი კი შავ მაისურსა და „ადიდასის“ სპორტულ შარვალში იყო გამოწყობილი.
ანაფორაში გამოწყობილი რასელ ქროუ რომის ქუჩებში გადაიღეს
ფოტო: „გლადიატორი“ დიეტაზეა – 57 წლის რასელ ქროუ ქორწილისთვის ემზადება