LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „გლადიატორი“ დიეტაზეა – 57 წლის რასელ ქროუ ქორწილისთვის ემზადება

2071
page

ახოვანი და დაკუნთული „გლადიატორისგან“ აღარაფერი დარჩა, წლებთან ერთად რასელ ქროუს ცნობა უფრო და უფრო შეუძლებელია, მსახიობმა წონაში საგრძნობლად მოიმატა. თუმცა, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქროუ  აქტიურად ვარჯიშობს და კვლავ ჩვეულ ფორმაში ჩადგომას ცდილობს.

„გლადიატორი“ გაგვისუქდა – რასელ ქროუ პაპარაცების ობიექტივში (ფოტო)
ღმერთო, ეს რასელ ქროუა?! – მეგობართან ჩახუტებული მსახიობი პაპარაცებმა ვერ იცნეს

თუ ფიქრობთ, რომ რასელი ამას ახალი კინოროლისთვის აკეთებს, ცდებით, მიზეზი გაცილებით მნიშვნელოვანია,  57 წლის ვარსკვლავი 30 წლის ბრიტნი ტერიოტზე დაქორწინებას აპირებს.

„ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკურთხეველთან კარგ ფორმაში მივიდეს“, – აცხადებს მსახიობთან დაახლოებული პირი.

ცნობისთვის, ეს რასელის მეორე ქორწინება იქნება, მსახიობი 2003 წლიდან 2018 წლამდე მომღერალ, დანიელ სპენსერზე იყო დაქორწინებული.

შეგახსენებთ, რასელ ქროუ „მარველის“ „თორის“ მეოთხე ნაწილში, Thor: Love and Thunder ითამაშებს. ოსკაროსანი მსახიობი ფილმში კრის ჰემსვორტთან, ნატალი პორტმანთან და კრისტიან ბეილთან ერთად გამოჩნდება

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები