LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრომობილი Chevrolet Bolt პირველი უპილოტო ტაქსი გახდება

114

General Motors-მა და ტაქსოკომპანიამ Lyft შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც დაიწყება უპილოტო ტაქსების ტესიტირება, რომელიც ელექტრომობილის Chevrolet Bolt ბაზაზე დამზადდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, GM-მ პროექტისთვის 500 მილიონი დოლარი გამოყო, რომლის ძირითადი ნაწილიც სატაქსო ქსელის შექმნასა და მის რემონტს მოხმარდება.

სრულიად შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში Lyft-ის მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ მათთვის სასურველი სერვისი: უპილოტო ტაქსი, ან ტაქსი მძღოლით. რაც შეეხება უპილოტო ტაქსებს, მომხმარებლებს სპეციალური გაჯეტის მეშვეობით შეეძლებათ დაგეგმონ სასურველი მარშრუტი, გადადგილების სიჩქარე და ტაქსის უცბად გაჩერებაც კი.

უპილოტო ტაქსების ტესტირება საერთო სარგებლობის ქუჩებში მოხდება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ პროექტი წარმატებით დასრულდება GM და Lyft შეარჩევენ შესაბამის ქალაქს, საიდანაც, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, უპილოტო ტაქსი კლიენტთან შესახვედრად გაემგზავრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები