ნინო ჩხეიძე ისრაელში იმყოფებოდა, სადაც ჯვრის მონასტერს ესტუმრა და ისაუბრა ლიმონის ხის შესახებ, რომლის ნაყოფიც სასწაულმოქმედია და უშვილოებს შველის.
„მინდა, პირადად გაჩვენოთ ეს ხე. აი, მოვწყვიტე ლიმონი, რომელიც ჩემს მეგობრებს უნდა წავუღო. აქ თუ მოწყვეტ ლიმონს და ქალი შეჭამს, ის დაორსულდება. ჩემ შემთხვევაში, ვისაც არ ჩავუტანე, ყველასთან გაამართლა, ამიტომ ყოველთვის, როცა აქ ვარ ხოლმე, ბევრი ადამიანი მთხოვს და მიმაქვს ხოლმე მათთვის…“