„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2022 წელს პლენარულ სხდომაზე სიტყვით პარლამენტის 18 დეპუტატი არ გამოსულა. აქედან 10 უმრავლესობის, 6 ოპოზიციის, ხოლო 2 უფრაქციო დეპუტატია.
TI-ის ინფორმაციით, დეპუტატები, რომლებსაც გასულ წელს პლენარულ სხდომაზე ხმა არ ამოუღიათ, არიან:
• ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა)
• ისკო დასენი (უმრავლესობა)
• გრიგოლ ვაშაძე (უფრაქციო წევრი)
• აბდულა ისმაილოვი (ოპოზიცია)
• მანუჩარ კვირკველია (ოპოზიცია)
• სუმბატ კიურეღიანი (უმრავლესობა)
• ლევან კობიაშვილი (უმრავლესობა)
• სამველ მანუკიანი (უმრავლესობა)
• გოგი მეშველიანი (უმრავლესობა)
• კობა ნაყოფია (ოპოზიცია)
• რამაზ ნიკოლაიშვილი (ოპოზიცია)
• დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა)
• ბაჩუკი ქარდავა (ოპოზიცია)
• გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა)
• ვასილ ჩიგოგიძე (უმრავლესობა)
• ცეზარ ჩოჩელი (ოპოზიცია)
• დილარ ხაბულიანი (უფრაქციო წევრი)
• ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა).