კომპანიები Ferrari და Genesis ყველაზე ლამაზ ავტომობილებს ქმნიან. ამიერიდან ეს ფაქტი ოფიციალურადაა დადასტურებული: ამ ორმა ბრენდმა „2023 წლის საუკეთესო საავტომობილო დიზაინის“ კონკურსში გაიმარჯვა. Car Design Award იტალიური ჟურნალის რედაქციის Auto&Design-ის მიერაა დაარსებული და პრემიები 1984 წლიდან გაიცემა. 2016 წლიდან გამარჯვებულს სამ კატეგორიაში ავლენენ – „კონცეპტუალური ავტომობილი“, „სერიული ავტომობილი“ და „ბრენდის დიზაინის ენა“. Genesis-ის გუნდმა ჯილდო კონცეპტი X Convertible-ისთვის აიღო, ხოლო Ferrari ორჯერ გამოარჩიეს – სერიული კროსოვერი Purosangue-ს ვიზუალისთვის და ზოგადად იტალიური საფირმო სტილისთვის.
„სერიული ავტომობილის“ მეორე ადგილს მეხუთე თაობის Toyota Prius იკავებს, მოდელი რომლის დებიუტიც გასულ შემოდგომაზე შედგა, მესამე ადგილს კი Jeep Avenger – ამერიკის ისტორიაში პირველი ელექტრონული კროსოვერი იკავებს. ნომინაციაში „ბრენდის დიზაინის ენა“ Ferrari-ს გარდა ასევე Kia და Hyundai დასახელდა.