დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს და რამდენიმე საინტერესო რჩევასაც გვიზიარებს.
კითხვაზე: „დიზაინერობის გარდა სხვა რომელ პროფესიას აირჩევდი?” – ანუკი არეშიძემ შემდეგი პასუხი გასცა:
„ძალიან მაინტერესებს ფსიქოლოგია, ფილოსოფია და ყველაფერი, რაც ადამიანის ფიქრებს, მსოფლმხედველობას სამყაროს მიმართ, მის ქმედებებს და სხეულის ენას უკავშირდება”.
ამასთან, ანუკი არეშიძე გვიმხელს, როგორ უნდა ვიყოთ მუდამ პროდუქტიულები.
„8 საათიანი ძილის ციკლი. ფიზიკური (აუცილებლად სწორი) დატვირთვა. შენი მდგომარეობისთვის შერჩეული სწორი წიგნები, ნაკლები კონტაქტი ტოქსიკურ ადამიანებთან, მეტი სიყვარულის გაცემა და პოზიტიური ენერგიების მიღება”, – ამბობს დიზაინერი.
„ისეთი ლამაზი და საოცარი ხარ” – ანუკი არეშიძე მილანიდან ახალ ფოტოებს გვიზიარებს
ამხელა ზომის ტანსაცმელს რატომ იცვამთ? – ანუკი არეშიძე ატელიეში გადაღებულ სახალისო ვიდეოს გვიზიარებს


