LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლმა და კამილამ ბუკინგემის ეზოში სტუმრებს მეფე-დედოფლის ამპლუაში, პირველად უმასპინძლეს

165
მეფე-კარლი

მეფე კარლმა კორონაციამდე ერთი დღით ადრე ბუკინგემის სასახლეში წვეულება გამართა. როგორც დასავლური მედია წერს, ეს არის პირველი წვეულება მეფის ამპლუაში, სადაც მოწვეულ სტუმრებს მეფე კარლმა და კამილა პარკერ-ბოულზმა უმასპინძლეს. მეფეს მეგზურობას მისი უმცროსი ძმა, ედუარდი უწევდა. ერთ-ერთი პირველი ღონისძიებაზე ლეგენდარული ლაინერ რიჩი  მივიდა, რომელსაც მეგობარი გოგონა, ლიზა პარიჯი ახლდა. ცნობილია, რომ რიჩი მეფის კორონაციაზე იმღერებს.

საგაზაფხულო წვეულებას ბუკინგემის სასახლის ეზოში ტრადიციისამებრ დედოფალი მასპინძლობდა. წელს ეს მისია თავის თავზე კარლმა და კამილამ აიღეს. ამ დღეს დედოფალი კონსორტი ბრუს ოლდფილდის მიერ შექმნილ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც თეთრი და ლურჯი ფერებისგან იყო შექმნილი. სწორედ ოლდფილდის კაბაში ვიხილავთ კამილას კორონაციის ცერემონიაზეც.

კარლისა და კამილას პირველი პორტრეტი მეფე-დედოფლის ამპლუაში და 75 წლის ასაკში ნაპოვნი ნამდვილი ბედნიერება

მეფე კარლის კორონაციაზე ლაიონელ რიჩი და კეტი პერი იმღერებენ

მეგან მარკლი მეფე კარლის კორონაციას არ დაესწრება – მიზეზად პრინცი არჩის დაბადების დღე სახელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები