ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.