LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: მაქვს მოლოდინი, რომ სერგო შუბითიძეს დააკავებენ

285
ფორტუნა - 2023-05-10T141059.843

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მან პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა.

„ფორტუნასთან“ საუბარში ადვოკატი აცხადებს, რომ დღესვე მზადაა, მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცეს ჩვენება.

„პროკურატურაში ვიყავი და უარი ვუთხარი გამოკითხვაზე, მოვითხოვე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა. დღესვე მაქვს მზაობა, რომ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გავცე ყველა კითხვას პასუხი. ეს არის სისტემა, რომელმაც ბაჩალიაშვილის საქმე არ გამოიძია.

რასაც ბაჩალიაშვილის საქმის პირველი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ამბობს, არ გამოვრიცხავ, მის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული, რადგან არ სურთ, ეს საქმე გამოძიებული იყოს“, – აცხადებს რამიშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში.

მისივე თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ სერგო შუბითიძეს დააკავებენ.

„ღამე ცუდად მძინავს და მისი სახე დღემდე თვალწინ მიდგას...არ მინდა ეს ტვირთი მარტო მე ვატარო” - რას ჰყვება ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი

ყოფილი პროკურორი სერგო შუბითიძე „შაბათის ფორმულასთან” თამარ ბაჩალიაშვილის საქმის აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს

„მაქვს მოლოდინი, რომ სერგო შუბითიძეს დააკავებენ. მთელი გამოძიების განმავლობაში, იყო არაერთი მტკიცებულება, რომ გამოძიებას სულ სხვა კვალიფიკაცია მისცემოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლეპტოპიც კი არ გადმოგვცეს. ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ყველანაირად ცდილობენ, ბაჩალიაშვილის საქმის განახლება არ მოხდეს. ადამიანი (სერგო შუბითიძე) ასახელებს პირებს, რომლებმაც უკანონო ქმედება განახორციელეს მობილურთან დაკავშირებით და ახლა რასაკვირველია, ყველა იტყვის, რომ ამდაგვარ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

სერგო შუბითიძის სიტუაცია ისე უნდათ „შემოფარგლონ“, რომ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საკითხი დააყენონ. ჩვენ ვითხოვთ, გამოძიების განახლებას, რაც არანაირად არ აწყობთ ამათ და ამას არც გააკეთებენ, გამორიცხულია“. – აცხადებს მიხეილ რამიშვილი „ფორტუნასთან“.

ცნობისთვის, თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან და საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე გამოიკითხა.

ამავე თემაზე:

მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა.. ყველაფერი კანონიერად გაკეთდა, იქვე დაილუქა ტელეფონი – გომელაური სერგო შუბითიძის მიერ ბაჩალიაშვილის საქმეზე გაკეთებულ განცხადებაზე

„სერგო შუბითიძეს თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონთან შემხებლობა არ ჰქონია“ – პროკურორი

„ტელეფონში ყველაფერი წაშლილია, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მუხლით” – ბაჩალიაშვილის დედა

„ამ აღიარებით მან ფიზიკურად გადაირჩინა თავი, რადგან ახლა უკვე ვეღარ მოკლავენ“ – თეონა თამაზაშვილი ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g