LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ამ 9 სიმპტომიდან 5-ს უჩივი, ესე იგი თქვენ დეპრესია გაქვთ – გიორგი ღოღობერიძე

753
გიორგი-ღოღობერიძე

რამდენად რეალურია ის ფაქტი, რომ დეპრესია მარტივად დასასმელი დიაგნოზია – ამ კითხვას „მთავარი დიაგნოზის“ წამყვანმა, ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ უპასუხა. მისი თქმით, იმისთვის, რომ დაისვას დეპრესიის დიაგნოზი, უნდა არსებობდეს 9 სიმპტომიდან 5 მაინც.

„დეპრესიის პირველი და აუცილებელი ნიშანი, გუნება-განწყობილების დაქვეითებაა. ეს მდგომარეობა არ გრძელდება რამდენიმე საათი, დეპრესიის დროს ეს მდგომარეობა დღეები გრძელდება და ეს შესაძლოა, შეამჩნიონ სხვებმა.

დეპრესიის მეორე ნიშანი არის ინტერესისა და სიამოვნების განცდის დაკარგვა.

მესამე გახლავთ წონის მატება ან კლება, ორივე მათგანი შესაძლოა იყო სახეზე. მატებაც და კლებაც უნდა იყოს 5 პროცენტზე მეტი. როცა დეპრესია გეწყება, შენ მაცივარში ცხოვრობ, ან პირით, საერთოდ ჭამა არ გინდება.

ძილის დარღვევა, დეპრესიის კიდევ ერთი ნიშანია. ზოგჯერ ეს არის მომატებული ძილიანობა, ზოგჯერ კი, უძილობა.

ფსიქომოტორული აჟიტირება ან რეტარდაცია, შესაძლოა იყოს დეპრესიის კიდევ ერთი სიმპტომი.

დაღლილობის განცდა, როცა ენერგია თითქოს არ გაქვთ და შესაძლოა გეჩვენებოდეთ, რომ რაღაც დაავადება გჭირთ.

უიმედობის, დანაშაულის განცდა, თვითშეფასების დაქვეითება. ადამიანს სჯერა, რომ ყველაფერში დამნაშავეა, ესეც მნიშვნელოვანი სიმპტომია.

კონცენტრაციის დაქვეითება, როცა აქამდე ადამიანი ძალიან ყოჩაღი იყო და ბოლო დროს, საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავს.

და ბოლოს, ფიქრები სუიციდზე. საბედნიეროდ ეს ნიშანი ხშირი რა არის. აუცილებელია, რომ ამ 9 ნიშნიდან 5 ნიშანი მაინც გქონდეთ და ისინი 2 კვირაზე მეტხანს გრძელდებოდეს. ეს უკვე დეპრესიაა“ –  აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.

 

დეპრესიის დიაგნოზი | გიორგი ღოღობერიძის რჩევები

დეპრესიის დიაგნოზი | გიორგი ღოღობერიძის რჩევები

Posted by მთავარი დიაგნოზი on Sunday, April 30, 2023

 

ვიდეო: მე მოგიყვებით, როგორ გადავრჩი – გიორგი ღოღობერიძე ახალ გადაცემას იწყებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g