ხაშურში, ძიუდოისტის, საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს.
შემთხვევა გუშინ, 21 მაისს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ღამით, ლუკა მაისურაძის ოჯახი ხაშურში, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა და მის მსოფლიოს ჩემპიონობას აღნიშნავდა. რესტორანში მიწვეულები იყვნენ სპორტსმენები და მაისურაძის ახლობლები.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.