LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ბავშვები მომავლის იმედის განცდას აჩენენ…წლები გავა და მე ვიამაყებ, რომ ამ ბიჭებთან ერთად ვიდექი სცენაზე” – ანრი ჯოხაძე

478
BeFunky-collage - 2023-06-07T233212.895

2 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ანრი ჯოხაძე სტუმრობდა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე და კონცერტზე გაჟღერებულ კომპოზიციებზე ისაუბრა.

გადაცემაში სიმღერების „თეთრი რაში“, „ფესვები“, „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ და „საქართველოს მანანებო“ პრემიერა შედგა.

ანრიმ სიმღერა „საქართველოს მანანებო“ „რანინას” ვარსკვლავებთან ნიკოლოზ ხარატთან და ოთო ბაზერაშვილთან ერთად შეასრულა, რომელიც „იუთუბის“ ტრენდებში პირველ ადგილზე მოხვდა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

„ეს კოლაბორაცია ჩვენს ფანტასტიკურ მომღერლებთან, ნიკოლოზ ხარატთან და ოთო ბაზერაშვილთან ჩემთვის გარკვეულწილად საეტაპოა, გარდა იმისა, რომ უკვე ერთი კვირაა „იუთუბის“ ტრენდებში პირველ ადგილზეა. ეს გიორგი ცაბაძის და ალეკო შენგელიას საოცარი სიმღერა ასევე არავის გაუახლებია.

მე, როგორც ცოტა უსაქციელო არტისტმა, რომელსაც შემიძლია თავზე ხელაღებით რაღაც სიმღერები ჩავწერო, გადავწყვიტე, რომ ეს ორი სასწაული მომღერალი ბიჭი მომეწვია და ერთად შეგვესრულებინა „საქართველოს მანანებო“.

ვამბობდი, რომ პირველ ადგილზე მოხვდებოდა „იუთუბის“ ტრენდებში და ყველაზე დიდი გამოხმაურება ექნებოდა, რადგან ფანტასტიკური ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. ეს ბავშვები მომავლის იმედის განცდას აჩენენ. ჩემთვის ბედნიერებაა მათთან ერთად ამ სიმღერის შესრულება, წლები გავა და მე ვიამაყებ, რომ ამ ბიჭებთან ერთად ვიდექი სცენაზე”, – საუბრობს ანრი ჯოხაძე.

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/gkmJK

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები