LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გოგონებო, ითხოვეთ ის, რაც გინდათ და გააკეთეთ ის, რაც გსურთ, ყველაფერი თქვენს ხელშია“ – 66 წლის კიმ კეტროლის გულახდილი ინტერვიუ

175
page

როგორც ცნობილია, HBO-ს საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ გაგრძელებაში, „ასე უბრალოდ“ მსახიობი კიმ კეტროლი სამანტას როლს უბრუნდება. სასიხარულო ინფორმაციამ მსახიობის პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გააღრმავა. 66 წლის მსახიობმა New York Times-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა და ისაუბრა თუ როგორ შეეცვალა ასაკთან ერთად სექსის მიმართ დამოკიდებულება.

სამანტა ბრუნდება! – კიმ კეტროლს ახალ სეზონში ვიხილავთ

„მე მქონდა ერთგვარი დაგვიანებული სექსუალური აქტივობა. მომწონდა ურთიერთობები, რომლებზეც ექსპერიმენტები შემეძლო გამეკეთებინა, ეს ძალიან სახალისო იყო. ასაკთან ერთად, სექსის მიმართ დამოკიდებულება იცვლება. გოგონებო, ითხოვეთ ის, რაც გინდათ და გააკეთეთ ის, რაც გსურთ, ყველაფერი თქვენს ხელშია“, – აცხადებს კიმი.

რაც შეეხება მსახიობის პირად ცხოვრებას. ის უკვე 7 წელია მწვრთნელ, რასელ თომასს ხვდება, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსია.

„მზად ვარ ასაკს ყველა შესაძლო მეთოდით ვებრძოლო“ – როგორ სამანტას უნდა ველოდეთ ახალ სეზონში

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები