LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიშა არის ბიძინას უნივერსალური ჯარისკაცი, ასეთი მხარდამჭერი მას სხვა არ ჰყავს” – გია ხუხაშვილი

187
გია ხუხაშვილი

მიშა არის ბიძინას უნივერსალური ჯარისკაცი, ასეთი მხარდამჭერი მას სხვა არ ჰყავს, – აღნიშნულის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, მიშას აქტივობები არის ბიძინას ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი ფორმულა.

„დღევანდელი დღე დავკარგეთ მის ერთ სისულელეზე, რაღაცა მოიბოდიალა. ჯანმრთელობას ვუსურვებთ. ძალიან კარგია თუ უკეთესად არის, გვიხარია, მაგრამ დაგვანებოს თავი. უკრაინის მოქალაქეა. რაც კარგი აქვს გაკეთებული ხომ უნდა, რომ გვახსოვდეს?! ცუდის გამო უკვე დაისაჯა.

წარსული ხარ უკვე, ნუ კეტავ მომავალს. მიშა არის ბიძინას უნივერსალური ჯარისკაცი. ასეთი მხარდამჭერი ბიძინას სხვა არ ჰყავს. ხან მწამლავენო, ხან მკლავენო… მიშას აქტივობები არის ბიძინას ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი ფორმულა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g