„დილაობით ვარჯიშობს ხოლმე, ძაღლს ასეირნებს და თუ ნახავთ, იქნებ, ჰკითხოთ – კონსენსუსის სიმბოლო უნდა იყოს და არა ის, რომ ჯიუტად შემოაგდოს კანდიდატურები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
ზარქუას თქმით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, თავისი რადიკალიზმით საზოგადოებას თავი დაამახსოვროს.
„მას დარჩენილი აქვს რამდენიმე თვე, ცდილობს, რომ ხშირად მოხვდეს ეთერებში. გარკვევით ავუხსენით და ვუთხარით, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურები კონსენსუსის საფუძველზე უნდა იყვნენ შერჩეული და ვერ გავაგებინეთ, რა გავაკეთოთ?
„მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში“ - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
ეს განცხადება მან ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც იკითხა, განიხილებოდა, თუ არა ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად.
ამ იწილო-ბიწილოს არ სჯობს, რომ დავსხდეთ და შევთანხმდეთ? – ერთხელ შევთანხმდით და მოგვატყუა, ახლა დუმს. ამას რატომ აკეთებს, ვერ გეტყვით.
დილაობით ვარჯიშობს ხოლმე, ძაღლს ასეირნებს და თუ ნახავთ, იქნებ, ჰკითხოთ – კონსენსუსის სიმბოლო უნდა იყოს და არა ის, რომ ჯიუტად შემოაგდოს კანდიდატურები.
ამ კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ და ეს პროცესი სადამდე უნდა იყოს? არ სჯობს, დავილაპარაკოთ? იქნებ, ვთანხმდებით? – კიდევ ერთხელ შანსს მივცემთ“. – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
