LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიცოცხლით სავსე გოგო შეეწირა ავტოკატასტროფას! ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს! იარეთ ნელა!“ – მცხეთასთან მომხდარ ავარიას 20 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა

638
fot (5)

გუშინ, მცხე­თას­თან მოხმდარ ავა­რი­ას ერთი პირი ემსხვერ­პლა, სამი კი და­შავ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, კე­დელს შე­ე­ჯა­ხა, რის შემ­დე­გაც მან­ქა­ნა აფეთ­ქდა.

მცხეთასთან მანქანა კედელს შეეჯახა, შემდეგ კი აფეთქდა – არის მსხვერპლი

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტოსაგზაო შემთხვევამ 20 წლის თიკო მურ­ჯიკ­ნე­ლის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარდაცვლილი გოგოს ახ­ლო­ბე­ლი ნინი გი­ორ­გა­ძე აქ­ვეყ­ნებს.

„დღეს კიდევ 20 წლის ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე გოგო შეეწირა ავტოკატასტროფას!!!!! გუშინ მესაუბრებოდა სიცოცხლით სავსე!!!!! დღეს არ არის!!

აი, რა დონის უსამართლოა სამყარო. ასე როგორ გაიმეტე უფალო, რომ დედამ ცხედარი რომ ვერ დაიტიროს.

ავარია ავარიაა, მაგრამ ასეთი სისასტიკე, არაფერი მსმენია. ცეცხლში რომ დაიწვა ასეთი სიცოცხლით სავსე გოგო.

თინი ნათელში იყავი ანგელოზო, თურმე სამ დღეში იუბილარი იყავი და ახლა ყველა ტირის შენს სახელს პატარავ. ვუსამძიმრებ ოჯახს, სიტყვები უძლურია ეს დიდი ტრაგედიაა ნუ მომკლავ!!!!!

ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს!!!! იარეთ ნელა !!!!!

 

 

დღეს კიდევ 20 წლის ახალგაზრდა სიცოცხლითსავსე გოგო შეეწირა ავტოკატასტროფას !!!!!გუშინ მესაუბრებოდა სიცოცხლით სავსე …

Posted by Nini Giorgadze on Wednesday, 21 June 2023

 

 

სიფრთხილე ყველაზე დიდი გამოსავალია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – წერს ნინი გიორგაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g