LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავის ჭკუით „ღადაობს“.. მოაგვარა ყველა პრობლემა, ჩემზე დარდობს და ნერვიულობს – ხაბეიშვილი კალაძეს პასუხობს

154
ფორტუნა - 2023-06-22T135230.560

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტების შეკითხვას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას ამჯერად საერთო სტრატეგიას სთავაზობს, სარკაზმით უპასუხა და თქვა: „როგორც ვიცი, ლევან ხაბეიშვილი შოტლანდიაში იყო, იმ პრობლემებს აგვარებდა, რაც საფეხბურთო მატჩის წინ შეიქმნა წვიმის გამო და დაბრუნდა?“

აღნიშნულ განცხადებას საკუთარ ფეისბუკგვერდზე ეხმაურება თავად ლევან ხაბეიშვილი და წერს:

„უსაქმური, კორუმპირებული და მკვლელია ტიპი – თავის ჭკუით „ღადაობს“ .. მოაგვარა ყველა პრობლემა, ჩემზე დარდობს და ნერვიულობს.

აუცილებლად, ყველგან ვიქნები, სადაც ხალხს დასჭირდება, რომ იცოდნენ, დარწმუნდნენ მომავალი ხელისუფლება მოემსახურება ხალხს და მყისიერი რეაგირება ექნება ყველა მათ პრობლემაზე“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

 

 

?⚪️ უსაქმური, კორუმპირებული და მკვლელია ტიპი – თავის ჭკუით “ღადაობს” … ✅ მოაგვარა ყველა პრობლემა, ჩემზე დარდობს და…

Posted by Levan Khabeishvili on Thursday, June 22, 2023

 

 

კალაძე: როგორც ვიცი, ლევან ხაბეიშვილი შოტლანდიაში იყო, იმ პრობლემებს აგვარებდა, რაც საფეხბურთო მატჩის წინ შეიქმნა წვიმის გამო და დაბრუნდა?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g