LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებ უმრავლესობას, შეწყვიტოს პრეზიდენტის დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა და გადავიდეთ დიალოგზე – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

143
ფორტუნა - 2023-06-26T152537.186

მოვუწოდებ უმრავლესობას, შეცვალოს დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი, შეწყვიტოს მისი დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა, გადავიდეთ დიალოგზე – პოლარიზაციას აღვივებს ზუსტად უმრავლესობის ლიდერის განცხადებები, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პრეზიდენტის მიერ წარდგენილი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები ჩააგდეს.

მსხილაძის განცხადებით, პოლარიზაციის გაღრმავებაა მათი დამოკიდებულება, როცა კანდიდატების მიმართ პროფესიონალიზმისა და ობიექტურობის ნიშნით კითხვები არ აქვთ და პირდაპირ ამბობენ, რომ კანდიდატების ჩაგდება პოლიტიკური განაცხადია.

ამასთან, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცესში პრეზიდენტს წინასწარი კონსულტაციების გამართვის ვალდებულება არ გააჩნია.

ზარქუა: ხელმოცარული ოპოზიციის მოწოდებებს: „აბა, ჯარები განათავსეთ“, „უშიშროების საბჭო მოიწვიეთ“, აჰყვა პრეზიდენტიც – უფუნქციოდ არის დარჩენილი ქალი და რა ქნას

„ყველა აკვირდებოდით კომიტეტის სხდომას, სადაც კანდიდატებთან და მათ პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არ იყო. პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი, რომ ჩააგდონ კანდიდატები. მე არ ვიცი, ასეთი მიდგომა სადამდე მიგვიყვანს,ლ. სიმართლე გითხრათ, პოლარიზაციის გაღრმავებას ზუსტად ასეთი დამოკიდებულება უწყობს ხელს. ამიტომ მოვუწოდებ მმართველ გუნდს, შეარბილოს, შეცვალოს დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი, შეწყვიტოს მისი დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა, გადავიდეთ დიალოგზე. ეს დაპირისპირება ავნებს არამარტო პრეზიდენტის ინსტიტუტს, შეიძლება ქვეყნისთვის იყოს სავალალო. პოლარიზაციას აღვივებს ზუსტად უმრავლესობის ლიდერის განცხადებები და მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ასეთი განცხადებებისგან.

ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში, რომლის უმაღლესი კანონი არის კონსტიტუცია. კონსტიტუცია არ აწესებს წინასწარი კონსულტაციების რეჟიმს. პრეზიდენტი შეარჩევს კანდიდატებს და წარუდგენს თავად. პარლამენტს თუ რაიმე შეკითხვა აქვს პროფესიული კუთხით, უნდა შეაფასონ, მხარი დაუჭირონ ან არ დაუჭირონ.

განცხადება, რომ პროფესიონალიზმთან და მათი დამოუკიდებლობის ხარისხთან არანაირი კითხვები არ აქვთ და უბრალოდ, ეს პოლიტიკური განაცხადია, რომ არ დაუჭირონ მხარი პრეზიდენტის კანდიდატურებს, პოლარიზაციის გაღრმავებაა, რაც ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.ამის შემდეგ პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როდის წარუდგენს პარლამენტს ახალ კანდიდატებს. რაც შეეხება კონსულტაციებს, ზოგადად უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება უმრავლესობის პრეზიდენტისადმი, პოლარიზაცია უნდა შემცირდეს, რადგან ქვეყანა დგას გზაგასაყარზე, მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენთვის.

შუალედურ ანგარიშში გვითხრეს, რომ ფანჯარა ღიაა, რამდენიმე თვეა დარჩენილი, მოგვიწოდეს ყველა საკითხზე იყოს ფართო ჩართულობა, კონსულტაციები, ინკლუზიური პროცესი – ეს შეეხება ცესკოს, ეროვნულ ბანკს და ა.შ. რამდენიმე თვეა დარჩენილი, მოვუწოდებ უმრავლესობას, შეწყვიტოს ასეთი დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ეს არამარტო პრეზიდენტის ინსტიტუტს ავნებს, ამან შეიძლება ქვეყანას მოუტანოს დიდი საფრთხე,“ – განაცხადა მსხილაძემ.

„ერთ აგენტს მეორე აგენტი შეაწყალებინეს – პრეზიდენტი ანგარიშვალდებულია ოდიოზური ევროპარლამენტარების წინაშე“ – ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები