LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოიკვეთნენ საეჭვო პირები.. შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართული, ამოიღეთ ყველა კამერის ჩანაწერი“ – მშვილდაძე საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს

147
Untitled design (2)

„ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე, რომელსაც 27 ივნისს თავს დაესხნენ, აცხადებს, რომ მომხდარის დაგეგმვასა და ორგანიზებაში, შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურები იყოს ჩართული.

„ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა” – მიშა მშვილდაძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

ვიდეო: „ეს იყო დადგმული ამბავი, გამართული „მესიჯბოქსით“ – ერთადერთი რითაც თავი უნდა გაიტანონ, დღის წესრიგი გახდა, გცემთ“ – მშვილდაძე

მიშა მშვილდაძემ ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა და საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, კამერის ჩანაწერები ამოიღონ.

„მე ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, ვცემე მიშა მშვილდაძე – მიზეზია ისაა, რომ აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს“ – მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი თავდასხმის შესახებ Facebook-ზე წერს

„გამოიკვეთნენ საეჭვო პირები, გამოიკვეთა, რომ შესაძლოა, ამ დანაშაულის დაგეგმვასა და ორგანიზებაში სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართული.

გამოძიებას მოვუწოდებ, დაზარალებულის პოზიციის ოფიციალური წერილის მიწოდებას აღარ დაელოდონ და ახლავე, თუ სადმე გარშემო კამერებია, ნებისმიერი ჩანაწერის ამოღება პროაქტიულად დაიწყონ.

ინჯია: იცემა მიშველაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე – ბევრია კიდევ საცემი, მიზეზი რა არის, ბატონო პრემიერო?

გამოძიებას ძალიან ვთხოვ, რომ იმოქმედოს პროაქტიულად, ეს განცხადება აღიქვან, როგორც ჩვენი პოზიციის მიწოდება, რომ ჩვენ გვჭირდება ყველა კამერის ჩანაწერი, რომ არაფერი გამოგვეპაროს“, – თქვა მიშა მშვილდაძემ.

ამავე თემაზე:

„ყველას გთხოვთ, ვამხილოთ ეს ძალადობა, სისტემური დანაშაული…ჩვენი შვილები არ უნდა გაიზარდონ ასეთ ამბავში” – მიშა მშვილდაძის მიმართვა 

„ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება” – ქარტია და მედიაკოალიცია ხელისუფლებას მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ

„გავიხსენოთ სიუჟეტები, მათი გააფთრებული გამოსვლები, რომლებიც აღსავსე იყო პატრიარქის ქილიკით“ – ჯაღმაიძე ძალადობის ფაქტებსა და ჟურნალისტებზე განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g