LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიკვდილს არასდროს ვაპირებდი, თუმცა მისი არც მეშინია.. ვაპირებ ვიცოცხლო საქართველოსთვის, უკრაინისთვის! – მინდა ვუთხრა ოპოზიციას: ჩვენ ესენი უნდა გავანულოთ არჩევნებამდე“ – მიხეილ სააკაშვილი

295
Untitled design (5)

„მინდა ვუთხრა ოპოზიციას: ჩვენ ესენი უნდა გავანულოთ არჩევნებამდე.. ეს მიიღწევა ძირითად საკითხებზე ერთიანობით“, – ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

მისი განცხადებით, „აპირებს იცოცხლოს საქართველოსთვის და უკრაინისთვის, რათა უყუროს და მონაწილეობა მიიღოს რუსეთის იმპერიის საბოლოოდ დანგრევაში და უკრაინისა და საქართველოს აყვავებაში“.

„სააკაშვილი დებატებშია საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარ თავთან.. ჩვენ არაფერი გვაქვს მასთან სადებატო“ – არჩილ თალაკვაძე

ზარქუა: „პატიმარი სააკაშვილი, რომელიც თურმე კვდებოდა 400 დღის განმავლობაში, ახლა პოლიტიკაშია ჩართული და უკვე ამ ხელმოცარულებს ეუბნება, თქვენ გვერდზე ჩაიწიეთო“

„ჩემი ფიზიკური მდგომარეობა იმიტომ კი არ ვაჩვენე, რომ ვინმეს თავი შევაცოდო, არამედ, რათა პუტინისტების ტყუილი ვამხილო.

მინდა ოლიგარქის ერთ-ერთ მოლაპარაკე თავს ვუპასუხო: სიკვდილს არასდროს ვაპირებდი, თუმცა მისი არც მეშინია.

ვაპირებ ვიცოცხლო საქართველოსთვის, უკრაინისთვის!

ვუყურო და მონაწილეობა მივიღო რუსეთის იმპერიის საბოლოოდ დანგრევაში და უკრაინისა და საქართველოს აყვავებაში.

სჯობს მოისმინოთ ის რაც გითხარით, დავიწყოთ მოლაპარაკებები, ოღონდ არა კულუარული, არამედ ღია, გამჭვირვალე, ხალხის მონაწილეობით, როგორიც იყო მრგვალი მაგიდა პოლონეთში.

ეს უნდა მოხდეს თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ მომავალში ისე არავინ მოგექცეთ, როგორც თქვენ მე მომექეცით და რაც მთავარია იმისთვის, რომ მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რომელიც მოგიწევთ იმისდა მიუხედავად, რა მანიპულაციებიც არ უნდა ჩაატაროთ.

თუ დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში, მომეცით პოლიტიკურ დებატებში, თუნდაც თქვენი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული რკინის სამაჯურით მონაწილეობის შესაძლებლობა და ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, ვისი გზა არის სწორი – ჩვენი თუ თქვენი.

და მინდა ვუთხრა ოპოზიციას: ჩვენ ესენი უნდა გავანულოთ არჩევნებამდე და ეს მიღწევა ძირითად საკითხებზე ერთიანობით, ხოლო არჩევნებზე ყველას თავისი გზა და პროგრამა ისედაც ექნება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

„სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებთ ამდენი ხანი ამ უბედურებაში? თუ გინდათ, რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ, ვითხოვ ერთადერთს..“ – რა თქვა პროცესზე სააკაშვილმა

„პაპუაშვილო, შემომხედე კარგად.. ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი ამ მდგომარეობაშია ჩაყენებული“ – მიხეილ სააკაშვილი 

 

ჩემი ფიზიკური მდგომარეობა იმიტომ კი არ ვაჩვენე, რომ ვინმეს თავი შევაცოდო, არამედ, რათა პუტინისტების ტყუილი ვამხილო….Posted by Mikheil Saakashvili on Monday, 3 July 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები