LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სად წერია, კლინიკის წინ, სადაც უამრავი მძიმე პაციენტია, ჩაატარო მიტინგი და ბოლო ხმაზე ღრიალებდე, ძლივს შემოდიან სასწრაფოს მანქანები“ – „ვივა მედთან“ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

203
Untitled design (1)

სამედიცინო დაწესებულება „ვივა მედთან“, სადაც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს, სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება კლინიკა „ვივა მედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე:

„რამდენად სწორია, კლინიკის წინ, სადაც უამრავი მძიმე პაციენტია, ჩაატარო პოლიტიკური მიტინგი და ბოლო ხმაზე ღრიალებდე, სად წერია და რაში წერია? ძლივს შემოდიან სასწრაფოს მანქანები. მერე ემპათიაზე ვერ დაასწრებ ლაპარაკს თან“, – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, კლინიკა „ვივა მედთან“ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება.

მათივე განცხადებით, დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა. გარდა ამისა, მათი მოთხოვნაა, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება მიეცეს.

„დღეს აქცია დააანონსა იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ხელისუფლების განცხადებები. ასევე, თუნდაც ისიც რომ არ ხერხდება ევროპელი ექსპერტების შეშვება მიხეილ სააკაშვილთან, რომ ადგილზე ნახონ მისი მდგომარეობა.

გარდა ამისა, დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან. გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ღია მხარდაჭერა. ადამიანის სიცოცხლეზე ვლაპარაკობთ. ყველამ ნახა თუ რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება სააკაშვილი. ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს უნდა მისცეს მკურნალობის საშუალება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა.

ფოტო სლაიდზე: IPN