სამედიცინო დაწესებულება „ვივა მედთან“ მიმდინარე აქციაზე მყოფ მოქალაქეებს, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს და უკრაინის დროშებით მიესალმა.
ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და წერს:
„მიშა სააკაშვილის გზავნილი „ვივა მედიდან“.
✅ მიშა სააკაშვილის გზავნილი ვივამედიდან ❤️???? #თავისუფლებამიშას #ერთიანინაციონალურიმოძრაობა
Posted by Levan Khabeishvili on სამშაბათი, 04 ივლისი, 2023
ცნობისათვის, „ვივა მედთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალშია და უმნიშვნელოვანესია ერთადერთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას უკავშირდება:
„პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალშია.
საქართველოს ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ქმედება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან, მით უმეტეს, როდესაც ეს მეგობარი ქვეყანა ტერორისტ პუტინთან უთანასწორო ბრძოლაშია.
ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვს უკრაინის მოქალაქეს, პუტინთან მებრძოლ უმაღლეს მთავარსარდალს და ითხოვს, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს,უმნიშვნელოვანესია ერთადერთი გადაწყვეტილების მიღება და ეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას უკავშირდება“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.